გლდანში "საქართველოს ბანკის" ფილიალის თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც პალიტრანიუსმა გაარკვია თავდამსხმელებმა 2 პირი მათივე მანქანით ჯერ კიდევ გუშინ გაიტაცეს და ტყეში ხელ-ფეხშეკრული ყავდათ. მათგან ერთი ქალია, რომელიც პოლიციაში უკვე დაკითხა, მეორე კი მამაკაცია, ის ამ დრომდე განყოფილებაში რჩება. როგორც მამაკაცის ახლობლები პირად საუბარში ამბობენ ის გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. მისი კუთვნილი "სუბარუს" მარკის ავტომობილი კი სავარაუდოდ ამ დრომდე ბოროტმოქედებთან რჩება. წარუმატებელი ყაჩაღობის შემდეგ მათ მძევლები მანქანიდან გადმოაგდეს და მათი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე დილით მოხდა თვითმხილველების თქმით დამნაშავეები სამნი იყვნენ, მათ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. გაისმა 10-მდე გასროლის ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ყაჩაღობა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.