გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 477 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 82 პაციენტი მკურნალობს, 26 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 875-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 588-ს. გამოჯანმრთელებულია 35 413 ადამიანი.