2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი, სადაც ფასები 1,9 პროცენტით გაიზარდა.