2017 წელს საქართველოს 6 მილიონ 500 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტით მეტია. აქედან 4 მილიონ 100 ათასი ტურისტული, ხოლო- 2 მილიონ 400 ათასი ექსკურსიული ვიზიტი იყო. 2017 წელს საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 967 ათას 600 აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს.
2017 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა წლიურმა ხარჯმა 5 მილიარდ 761 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ.