გასულ წელს, საქართველოს 3 მილიონ-ნახევარზე მეტი ტურისტი ეწვია, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველოს ტურიზმის სექტორის ზრდის ტემპი ბოლო წლებში უსწრებს მსოფილიო ტურიზმის ზრდის მაჩვენებელს. ეს ფაქტი დასტურდება მსოფლიო მოგზაურთა შორის საქართველოში ჩამოსულთა წილის შეფასებით. რაც შეეხება სასტუმროების ბაზარს, აჭარის ზღვისპირა რეგიონი და თბილისი დომინირებს. ამის შესახებ გალთ & თაგარტის მიერ ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგებშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, სექტორში მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურული საკითხები რჩება, თუმცა როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდიანრეობს მუშაობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
კვლევაში ასევე საუბარია პროგნოზებზე მომავალი წლების განმავლობაში. კერძოდ, 2022 წლისთვის ქვეყანამ, შესაძლოა, 7.6 მილიონ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მსოახლეობაზე 2-ჯერ მეტია.