სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტმა 2 მილიარდ 728 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამასთან, "საქსტატის" ინფორმაციით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 2017 წელს 83 მილიონ 81 ათასი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3% იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 96 მილიონ 428 ათასი ამერიკული დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, "საქსტატის" მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 179 მილიონ 510 ათასი დოლარი და მთელი ექსპორტის 8.5% იყო.
2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 707 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.