2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 ადამიანი, 63 კი - მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ მოანაცემებს პროფკავშირების გაერთიანება აქვეყნებს. ამასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების და ჯანმრთელობის დაზიანების ყველაზე მეტი შემთხვევა აღინუსხა მშენებლობის სექტორში, მას მოსდევს სამთო მოპოვება და ენერგეტიკის დარგი.
საქართველოში არსებულ შრომით უფლებებთან დაკავშირებით Human rights watch-ი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამი, რომ სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველ წელს საწარმოო ინციდენტების შედეგად საქართველოში ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება.