2020 წელს საქართველოში 194 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც - 55.2 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 524 მომხმარებელს. სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა კი ათას 497 კაცით განისაზღვრა.
2020 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 308 ათას 100 ტონა პროდუქცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 217 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი - 36.8 პროცენტი იყო ადგილობრივი წარმოების. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 11.9 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა.