23:45
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
გაშიფრულია ადამიანის გენომის ორ მესამედზე მეტი
09-03-2018

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის გენომის გაშიფვრაზე მუშაობს, კვლევის მორიგი ეტაპი დაასრულა და გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ადამიანის გენების ორ მესამედზე მეტი გაშიფრულია.

ადამიანის გენომის შემადგენელი ნუკლეოტიდების 3 მილიარდი წყვილის თანმიმდევრობა ჯერ კიდევ 2001 წელს გახდა ცნობილი, თუმცა, მხოლოდ ეს წარმოდგენას არ იძლეოდა ცალკეული გენების ფუნქციობასა და მუშაობაზე. ახლახან გამოქვეყნებული შედეგები კი შეიცავს მონაცემებს 30 000 გენიდან 21 037-ის შესახებ.

იაპონური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, "ვინც მონაცემთა ამ ბაზას გამოიყენებს, შეძლებს უფრო ღრმად ჩასწვდეს დაავადების არსს და მკურნალობის ბევრად რაციონალურ მეთოდებსაც მიაგნოს".

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები