სოციალურ ქსელში მრავლადაა გვერდები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორისა თუ პროცესის დისკრედიტაციასა და გაშარჟებას ემსახურება. ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, წლებია ფუნქციონირებს.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის დათო აბზიანიძის გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, დაინტერესებული პირები Facebook ჯგუფებს ყიდულობენ და იქ მათთვის ხელსაყრელ ინფორმაციას მარტივად და სრულიად უფასოდ ავრცელებენ.