07:11
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
გასეირნება ღრუბლებზე, სადაც ისეთი შეგრძნებაა თითქოს ცაზე მიაბიჯებთ - იქ წასვლის სურვილთან ერთად, ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა სად? ან როგორ?
27-05-2019

გასეირნება ღრუბლებზე? - ალბათ გაგიკვირდებათ და იქ წასვლის სურვილთან ერთად გაგიჩნდებათ კითხვა სად? ან როგორ? ეს მსოფლიოში უდიდესი მარილიანი ტბაა, სალარ-დე-უიუნი, რომელიც მდებარეობს ბოლივიაში და მისი ფართობი 10 582 კილომეტრია.  ტბა სხვადსხვა პრეისტორიული ტბის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა და მას რამდენიმე მეტრიანი მარილის ქერქის საფარი ადევს. ხოლო მშრალ სეზონზე ,როდესაც წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება მარილის საფარი ზევით იწევს და მცირე ნალექის შემდეგაც კი იწმინდება და მთელ ცას და ღრუბლებს ირეკლავს, ერთი შეხედვით ისეთი  შეგრძნება გეუფლებათ თითქოს ცაზე მიაბიჯებთ. მასზე სიარული არამარტო ფეხით, არამედ მანქანითაც არის შესაძლებელი.  ტბა  ლითიუმის მარაგით არის მდიდარი.   მსოფლიოს 50%-70% ლითიუმი სწორედ აქედან მოიპოვება. აღსანიშნავია,რომ სალარ-დე-უიუნზე ბინადრობს ფლამინგოების რამოდენიმე სახეობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები