გასარუჯად ლეღვის ნახარშის მიღების შემდეგ, მამაკაცმა და ქალმა ძლიერი დამწვრობა მიიღეს. ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევა თბილისში ივლისში დაფიქსირდა.მათგან ერთი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, მეორე კი – 26 წლის გოგო. ორივე მათგანს მიღებული აქვს მე-2- მე-3 ხარისხის დამწვრობა. პაციენტები აცხადებენ რომ, ლეღვის ფოთლის ნახარშის საფენები სხეულზე წაისვეს და ირუჯებოდნენ, რის შედეგედაც მათ სახის, გულ-მკერდის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მკურნალობს, რაც შეეხება, 26 წლის გოგოს, მან სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადა, და სახლში ხელწერილის საფუძველზე გაეწერა. დამწვრობის ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშს არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ იწვევს ქიმიურ დამწვრობას