პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით „კატასტროფული სიტუაციაა“. როგორც ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მას ფოთის პორტის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც გააცნეს შესაბამის დოკუმენტაცია. ჭიჭინაძის ინფორმაციით, დოკუმენტაციის თანახმად ირკვევა, რომ ფოთში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაცემულია.დეპუტატის თქმით, უახლოეს დღეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მივა და მოითხოვს, მინისტრმა გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ფოთში, ღრმაწლოვანის პორტის მშენებლობის თაობაზე გაჩნდა.„ჩემთან ოფისში, დღეს ფოთის პორტის ხალხი იყო მოსული. იმდენად კატასტროფული სიტუაციაა, ისეთი მომენტებია... პირადად შევხვდი „აიპიემ ტერმინალსის“ წარმომადგენლებს, ვინც მართავს ფოთის პორტს. მომაწოდეს საბუთები.ზეგ, ეს ქალბატონი, მინისტრი მობრძანდება და ვფიქრობ, მასთან ძალიან ბევრი ისეთი კითხვა მექნება, რომელიც პირდაპირ მის საუბრიდან უარყოფს მისივე ვერსიას. ამ ქალბატონმა თვითონ თქვა, როცა „აიპიემ ტერმინალის“ წარმომადგენლებს შეხვდა, მომავალ ეტაპზებზე იყო საუბარი. და ეს „აიპიემ ტერმინალს“ არ განუცხადებია. ფოთის მერიამ დადო, ეტყობა, შეგნებული გაჟონვა მოხდა და ატყდა სკანდალი, თორემ სამი დღის შემდეგ, ერთი თვე გადიოდა და ამის გასაჩივრება, გაუქმება შეუძლებელი იქნებოდა. იქ ძალიან საინტერესო მომენტებია, ნებართვა აქვთ გაცემული.მე, მომიტანეს საბუთები და დღესავით ნათელია... პარასკევს ყველას მოგაწვდით. ჯერ კითხვვებს დავუსვამ, მაინტერესებს ამ ქალბატონს, რა პასუხები ექნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.