შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთავარი საკითხი იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი. როგორც ის განმარტავს, პოლიცია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვინაიდან მათ თავს ესხმოდნენ. კითხვაზე, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებიდან, 2 კვირის თავზე, გამოძიებას რატომ არ აქვსკონკრეტული შედეგი, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ეს დრო სრული სურათის დასადგენად საკმაირსი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, მინისტრის მოადგილე ამ კითხვას პირდაპირ არ პასუხობს.