დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
როგორც გამყრელიძე ამბობს, საქართველოსთვის განსაზღვრულ ეპიდემურ ზღვართან ქვეყანა შორს არის. მისივე თქმით, ვირუსი ამ ეტაპისტვის მართვადია და კონტროლს ემორჩილება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ქვეყანაში სიტუაცია სიმშვიდისკენ მიდის რადგან მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, მხოლოდ 3%-ით არის მომატებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გარკვეული ჯგუფებისთვის ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" უფასოდ გაიცემა.