გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფი 4 ფეხბურთელიდან ერთს - ლაშა ჩაფიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. ლაშა ჩაფიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა ფეხბურთელებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. საქმეზე სულ 11 ფეხბურთელი იყო დაკავებული.