არიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყოფილ ფეხბურთელებს ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს, ასევე საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებულებს, მოსამართლემ მათ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა. უფრო კონკრატულად, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით. სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.
გ