გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია სავარგულები - რა პრობლმები შექმნა ლენტეხში ძლიერმა წვიმებმა? - Palitra News

გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია სავარგულები - რა პრობლმები შექმნა ლენტეხში ძლიერმა წვიმებმა?

2019-07-13 13:32:27+04:00

ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ლენტეხის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფელი ტვიბი მოწყვეტილია გარე სამყაროს. მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი- ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.