დიდთოვლობა აჭარაში - ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს, ხოლო დაბაში 30 სმ-ს მიაღწია. რამდენიმე სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტებით, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს 13 ერთეული ტექნიკა ახორციელებდა. ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უამინდობის გამო ხულოს ბაგირით მოძრაობა აიკრძალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ თაგოში 60-მდე კომლი გარესამყაროს მოსწყდა.