ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მურა დათვი მოკლა. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებულებებებად - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ ხორცი ამოიღეს.
მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს.