გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აჭარისა და გურიის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ყავს. თეიმურაზ გულდიაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად წარადგინა.
ლევან დავითაშვილმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ეფექტური მუშაობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აჭარისა და გურიის რთულ რეგიონებში.