გაეროს განვითარების პროგრამის და კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა. მდინარე ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ცენტრის დირექტორმა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მიზნებზე, ამოცანებსა და აღნიშნულ მდინარეზე დაგეგმილ ღონისძიებებზე.