„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, 2600 მასწავლებელი გადამზადდა - Palitra News

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, 2600 მასწავლებელი გადამზადდა

2022-05-17 10:18:42+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ „პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება თანმიმდევრული პროცესია, სადაც წარმატების გარანტი სასწავლო პროცესის სწორი წარმართვაა. პროგრამის სახელწოდებით „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესს ითვალისწინებს, რომელიც 2021 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.