ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გარემოსდამცველმა აქტივისტებმა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს შენობას 2000 ლიტრი წითელი საღებავი შეასხეს. ამისათვის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა სახანძრო მანქანა გამოიყენეს, რათა წითელი საღებავებით ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ფასადი შეეღებათ. აქციის მონაწილეთა ლოზუნგს წარმოადგენდა "შეწვიტეთ კლომატის ცვლილების დაფინანსება". ბრიტანეთის პოლიციამ აქციის მომწყობი 4 პირი დააკავა.