გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ევროკავშირის პროექტის - „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS II) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის განხორციელების ხელშეწყობას საქართველოში. პროექტი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) განვითარებას ემსახურება.