ქ. ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს.მაღალი დონის შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს საქართველოს სახელითგ გარემოსდაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. მან ყურადღება კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებით ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ კატასტროფებსა და ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებზე გაამახვილა. გრიგალავამ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც ხორცილედება, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რათა შემცირდეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევა ატმოსფეროში.