გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის "DMT"-ის წარმომადგენელს ერნს ბერნარდ ტეიგლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული გეოლოგიური არგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებზე იმსჯელეს. კომპანია "DMT"-ი გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისათვის კომპლექსური კვლევის განხორციელებაში და პროექტების შემუშავებაში დაეხმარება. კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართავს.