გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი, უწყებაში არსებული ინფორმაციით უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც საქსტატი სამინისტროს შესაბამისად დამუშავებულ ინფორმაციას მიაწვდის.
მხარეების განცხადებით, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.