გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში რჩებიან და პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს მდინარე ნენსკრას და დოლრას აუზებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას ხეობა, სადაც ადგილი ჰქონდა, გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის განვითარებას, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი იყო ჭუბერის თემში წარმოქმნილი სტიქიისა. მათი ინფომაციით ორივე მდინარის აუზში სტიქიური პროცესების საფრთხეებმა იკლო და ამ ეტაპზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.