გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „კლიმატის შესახებ ლიდერთა სამიტში” მიიღო მონაწილეობა. სამიტს, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში, ჯონ კერიმ უმასპინძლა.
სამიტზე, კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და სათბური გაზების ემისიების შემცირების საკითხებზე ღია დიალოგის მიზნით, მონაწილეობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი მიმართულების ლიდერმა მიიღო.