გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა. პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 3 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. კონკურსის მეორე ეტაპზე 4 გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა.