გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.
ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა, მან ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.