გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა. 2016 წლიდან GIPA-ში, სამინისტროს ინიციატივით “გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა, რომლის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი დასაქმებულია გარემოსდაცვით სფერში. მათი ნაწილი მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.