მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა განიხილეს.
მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელიც ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, ხორბალზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე ფასების დაცვის და ლარის კურსის დაზღვევის მიზნით შემუშავდა.
სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილს ქვეყანაში სურსათის შეუფერხებლად მიწოდების, ფასების რეგულირების და საკმარისი მარაგების უზრუნველყოფის საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწოფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობით ქვეყანაში პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი შეუფერხებლად და გამართულად იფუნქციონირებს.