გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქალაქ რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება იყო, რომელიც ქალაქში, ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. როგორც ირკვევა, რუსთავში არსებული საწარმოების უმეტესობას ვალდებულებების შესრულება დაწყებული აქვთ. მეწარმეები მჭიდროდ თანამშრომლობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.