გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გახსნა. შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. ცენტრში ტურისტები პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია სჭირდება.