აჭარიდან და გურიიდან ხეების გადატანის პროცესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საკითხზე შემოწმების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, შემოწმების პროცესი უწყების მიერ რამდენიმე დღეა დაწყებულია. საუბარია აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანაზე. ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრს რუსთავი2-ის ჟურნალისტთან შეკამათებაც მოუვიდა.