ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“ რამდენიმე რეგიონიდან ჩასული 50-მდე მხედარი საგარეჯოს ცენტრიდან დავით გარეჯისკენ მსვლელობას მართავს. ხვალ „გარეჯობა 2019“ აღინიშნება და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. გარეჯობა მეორე წელია რაც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს აღინიშნება