ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია ციტრუსიც, რომლის შერჩევისას ძირითადად ყურადღებას მის გარეგნულ მხარეზე ვაკეთებთ, სინამდვილეში შესაძლოა გარეგნულად ლამაზი მანდარინი, ან ფორთოხალი, სულაც არ იყოს გემრიელი და საღი. იმისთვის, რომ ციტრუსი ლამაზთან ერთად გემრიელიც გამოდგეს სულ რამდენიმე რჩევაა გასათვალისწინებელი. პირველ რიგში იცოდეთ ციტრუსი უნდა იყოს საშუალო ზომის, თუმცა მძიმე. ყიდვისას აიღეთ ორი ერთიდაიგივე ზომის მანდარინი, ან ფორთოხალი და არჩევანი იმ პროდუქტზე გააკეთთ, რომელიც უფრო მძიმეა. თითის დაჭერის შემთხვევაში ციტრუსი მარტივად უნდა იბრუნებდეს თავის პირვანდელ ფორმას და აუცილებლად უნდა ქონდეს ციტრუსისთვის დამახასიათებელი, არომატული სურნელი. ხშირად იმპორტირებული ციტრუსი ეთილენითაა დამწიფებული. გამომდინარე იქიდან, რომ მანდარინი და ფორთოხალი მალფუჭებადი პროდუქტებია, რომელიც ხანგრძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, ექსპორტამდე მათ არამწიფე მდგომარეობაში კრეფენ და მხოლოდ ადგილზე ჩამოტანის შემდეგ, ეთილენით ამწიფებენ. ამიტომ უკეთესია არჩევანი ქართულ პროდუქციაზე გააკეთოთ, ან დააკვირდეთ, თუ ციტრუსს თეთრი დაახლოებით ასეთი ნადები აქვს, დიდი ალბათობით ის ხელოვნურად, ეთილენითაა დამწიფებული. გარდა იმისა, რომ ასეთი პროდუქტი ნაკლებად გემრიელია, ის ნაკლებად სასარგებლოცაა. კარგად დააკვირდით ცედრას, თუკი ციტრუსის კანი პრიელაბს, ის ფუნგიციდებითაა დამუშავებული.