შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში (იანვარი-ივლისი) არაგეგმური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა.
როგორც "პალიტრანიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტოგასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.