ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში, რკინის მომპოვებელ საბადოში კაშხლის ჩამოგნრევა მსხვერპლით დასრულდა. მინას-ჟერაისის გუბერნატორის, რომიუ ზემას განცხადების მიხედვით, ამ მომენტისათვის გარდაცვლილია 9 ადამიანი, 300-მდე კი დაკარგულად ითვლება. კახშხლის ჩამონგრევის შედეგად მოვარდნილმა ნაკადმა დააზარალა ახლოს მდებარე ფერმები და სახლები. აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.