ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.ოჯახი ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.
მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყვეს. ოჯახის წევრების თქმით მოზარდს დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ.
მოზარდის ბაბუის თქმით, პაციენტს კორონავირუსი არ ჰქონია და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათ შორის არც სიცხე და და არც ხველა.