კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფომაციით, მას მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა. 70 წლის მამაკაცი მკურნალობას 18 აგვისტოს შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსზე ჩატარებულმა რამდენიმე ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ვირუსი ორგანიზმში აღარ უფიქსირდებოდა.