აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე სამი საათის განმავლობაში ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებს ხვდებოდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალქეები აცხადებენ, რომ ექიმების არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგად აჭარაში ბოლო ორი წლის განმავლობაში რვა ადამიანი გარდაიცვალა. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა არის საპარლამენტო კომისიის შექმნა და შემთხვევების დეტალურად შესწავლა.