26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ გენერალურ პროკურატურაში ამავე უწყების მიერ, გარდაცვლილ თორდუას ოჯახის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი გაასაჩივრა.
შუკაკიძის თქმით, ბესიკ თორდუა მოკლეს, რის გამოც, ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ადვოკატის განმარტებითვე, აღნიშნულ საქმეში მას ყაზახეთის ჩართულობა ეჭვებს უჩენს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გასაჩივრებაზე უარი მიიღეს პროცედურულად მაინც მოიკვლევენ ყველაფერს და საქმეს სამართლებრივი ბრძოლისთვის მოამზადებენ.