გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ ლონდონში ჯორჯ მაიკლი დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჰაიგეითის სასაფლაოზე გაიმართა, სადაც მხოლოდ მომღერლის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იმყოფებოდნენ. სასაფლაოზე ისეთი ცნობილი მოღვაწეები არიან დაკრძალულები, როგორებიც კარლ მარქსი და ჯორჯ ელიოტია. ჯგუფ ვემის ყოფილი სოლისტი 2016 წლის 25 დეკემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა.