ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკე დაიწყო.