თვითმხილველის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილმა პირმა რამდენჯერმე თქვა, რომ ცუდად იყო, თუმცა პოლიციელები მაინც აკავებდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, პაატა პავლიაშვილი პერიოდულად სვამდა, თუმცა ალკოჰოლდამოკიდებული არ ყოფილა. მათივე თქმით ორი წლის წინ ძმა მოუკვდა, ასევე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობდა "ის კონფლიქტური არ ყოფილა", - აღნიშნა მეზობელმა ქეთინო თოდრიამ. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე წუხელ მოხდა. 33 წლის პაატა პავლიაშვილი დაკავების დროს გარდაიცვალა. ფატქზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
იხილეთ:
"შემეშინდა ქვემოთ ჩასვლის, ისეთი აგრესიული იყო" - რას ამბობს ნუცუბიძის ინციდენტის მონაწილე, რომლის ვიდეოს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებსახალი დეტალები ნუცუბიძეზე გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ - რას ამბობს თვითმხილველი"მუხლებიდან მოწყდა, პატრულს ჩააკვდა ხელში" - რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც ნუცუბიძეზე ახალგაზრდის გარდაცვალებას შეესწრნენ