სამინისტროს მიერ შემუშავებული სწავლების ონლაინ მეთოდი უკვე დაინერგა ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის ეთნიკურად მრავალფეროვან გარდაბნის მუნიციპალიტეტში. როგორც გარდაბნელი პედაგოგები აცხადებენ საგაკვეთილო პროცესი რეალურ სივრცეში ჩატარებული გაკვეთილებისგან ტექნიკურად მხოლოდ სივრცით განსხვავდება.
პროგრამაში რეგისტრაციის გავლა მოსწავლეებს ტელეფონის ნორმით შეუძლიათ, ბავშვები გაკვეთილებს სმარტფონების საშუალებით ესწრებიან. პედაგოგებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ,პლატფორმაზე ატვირთონ დავალებები, სხვადასხვა საჭირო მასალები და აწარმოონ ჯგუფური მეცადინეობები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.
ონლაინ სწავლების დანერგვა ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში მდიმინარეობს.