გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.
მოხდება თუ არა გარდაბნის ჩაკეტვა ეს დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.